ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში 6 წლის ბავშვი დამწვრობის დიაგნოზით გადმოიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში 6 წლის ბავშვი გადმოიყვანეს დამწვრობის დიაგნოზით – ბავშვი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

გუგა ქაშიბაძის თქმით, დამწვრობა მცირეწლოვანმა მდუღარე წყლით მიიღო.

მისივე განცხადებით, ბავშვს სერიოზული დაზიანებები აქვს, დამწვარია ქვედა კიდურების უკანა ნაწილები.

იტვირთბა....