მთავარი ციტატა

“რას გამოაბით კუდები, რა მაქვს სანანებელი…” – მეუფე ანტონი

“არის თუ არა სიტყვის თავისუფლება, არის თუ არა დემოკრატია. ჩემი სიტყვა არაა თავისუფალი და ჩემი არაა დემოკრატია? რას გამოაბით კუდები. მე რასაც ვნანობ და რასაც არა, თქვენი აღმსარებელი არ ვარ, ჩემი საკითხის მე ვიცი. რა მაქვს სანანებელი. მე ვთქვი, რომ მედიასაშუალებების მოქმედებებით შეძრწუნებული ვარ. პრესა ძალიან ცუდ სამსახურს აკეთებს…”

მეუფე ანტონი (ბალუხია), ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი

“მთავარი არხი”

შეგახსენებთ, გასულ კვირას მეუფე ანტონმა ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა. მისი თქმით, ხელისუფლებასა და “ენჯეოებს” ევროპა და ამერიკა აფინანსებთ, ამიტომ მეუფე ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანის გადახედვის ინიციატივით გამოდის. მეუფე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივიტაც გამოდის, რათა მოსახლეობამ ევროატლანტიკურ არჩევანზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს.

იტვირთბა....