aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“საქართველოს დახმარების მზაობა ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო ათბობს” – ფაშინიანი

“ეპიდემიის პირველივე დღიდან ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, დაწყებული პრემიერიდან, სპეციალისტებით დამთავრებული და ამ თანამშრომლობას ეფექტურად მივიჩნევთ. საქართველო ჩვენი მოძმე ერია და ასეთი მზაობა ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო თბილს ხდის. რა თქმა უნდა, თუ იქნება აუცილებლობა, შეიძლება გადაიდგას ნაბიჯები, თუმცა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამის აუცილებლობა არ დადგება. ვიმედოვნებთ, რომ რეანიმაციის განყოფილების გადატვირთვა არ მოხდება და დახმარების საჭიროება არ იქნება. მაგრამ ჩვენ – სომხეთი და საქართველო – ორმხრივად მზად უნდა ვიყოთ, დავეხმაროთ ერთმანეთს.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთის პრემიერ-მინისტრი

აღნიშნული განცხადება ფაშინიანმა, 30 მაისს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც სომხეთის პრემიერმა განაცხადა, ერევანი მიესალმება ქართული მხარის მზაობას, კორონავირუსთან ბრძოლაში სომხეთს დახმარება აღმოუჩინოს, თუმცა იმედოვნებს, რომ ასეთი აუცილებლობა არ დადგება.

იტვირთბა....