ახალი ამბები მთავარი ციტატა

ხატია დეკანოიძე უკრაინის საბაჟო დეპარტამენტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ კომენტარს აკეთებს

“მე წავიკითხე ეს მედიაში და გულწრფელად ვამბობ, პირველად მესმის. რამდენიმე დღე უკრაინაში ვიყავი. გავლით ვარ, თბილისში მივემგზავრები და ველოდები ჩარტერულ რეისს. აქ გახლდით პირად საქმეებზე. პირველად და ისიც ჟურნალისტებისგან მესმის, რომ რაღაც ხდება და რომ სადმე ჩემს დანიშვნას აპირებენ. არ ვიცი არაფერი, არავის უსაუბრია ამ თემაზე. მე არ მაქვს ასეთი გეგმები.”

ხატია დეკანოიძე – უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი უფროსი 

აღნიშნული განცხადება დეკანოიძემ, “რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს, უკრაინის საბაჟო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მისი დანიშვნა.

იტვირთბა....