aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორპუსის კარანტინში მოქცევა ალბათ წარმოუდგენელია” – ეზუგბაია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“კორპუსის კარანტინში მოქცევა ალბათ წარმოუდგენელია, ჩაღრმავებული კვლევა ტარდება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

ეზუგბაიამ კომენტარი გააკეთა მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახადაც, თბილისში, საბურთალოზე ერთ-ერთი კორპუსი კარანტინში მოექცა.

„ამ თემაზე არაფერს ვიტყვი, კვლევა გრძელდება. რაც უნდა ვილაპარაკოთ, პროცესი მიდის თავისთავად. ეს თქვენთვის ახალი არ არის. სიახლე ხომ არ არის, რომ მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და კვლევა ხდება. რა მოხდა, განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა.

ხდება ის, რომ არსებული შემთხვევის ყველა კონტაქტის გამოკვლევა მომხდარია, მათი ყველა კონტაქტის დაკვლევა ხდება. ანუ, ჩაღრმავებული კვლევა ტარდება. ადამიანი ელოდება და თუ კლინიკა გამოვლინდება, ამ პაციენტების კვლევა ტარდება. თუ კლინიკა არ გამოვლინდება, ინკუბაციის პერიოდის ჩამთავრებისას ყველა პაციენტის კვლევა ხდება. ეს არის ჩვეულებრივი კანონზომიერი პროცესი”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

იტვირთბა....