ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ჩინეთმა დაახრჩო ჰონგ-კონგის თავისუფლება” – ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ჩინეთის ხელისუფლების მიერ ჰონგ-კონგისთვის ახალი უსაფრთხოების კანონის გავრცელების საპასუხოდ ჩინეთის ადმინისტრაციულ ერთეულთან შეღავათებზე დამყარებულ ურთიერთობას შეწყვეტს. ტრამპმა პეკინის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას „ტრაგედია“ უწოდა და ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს  ჰონგ-კონგის საქმეებში ჩარევა

„ჩინეთმა შეცვალა „ერთი ქვეყანა-ორი სისტემა“ „ერთი ქვეყანა-ერთი სისტემით“. ეს ტრაგედიაა ჰონგ-კონგისთვის. ჩინეთმა დაახრჩო ჰონგ-კონგის თავისუფლება“, – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ჩინეთში მოსახლეობა ახალ კანონებს აპროტესტებს. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰონგ-კონგში ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონის შესახებ განაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება და ექსპერტები პეკინის მცდელობებს ბრიტანეთის ყოფილ კოლონიაში ჰონგ-კონგის ავტონომიის შემცირებად აფასებენ.

იტვირთბა....