aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ცხოვრების წესი მაინც და მაინც არ გავიხალისოთ” – მარინა ეზუგბაია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“თვითშეზღუდვები დავიწესოთ და ცხოვრების წესი მაინც და მაინც არ გავიხალისოთ”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.​

ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში არის კორონავირუსის ზომიერი კონტროლირებადი მატება, მაგრამ ეს უნდა შენარჩუნდეს და არ მოხდეს უმართავი სიტუაცია.

​„მოსახლეობამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს. არ მინდა, რომ მათ ყოველთვის შევახსენო და არასასიამოვნო იყოს, მაგრამ, როგორც მოქალაქისა და ინფექციონისტის თხოვნა იქნება, რომ მეტ-ნაკლებად თავი შევიკავოთ ზედმეტი გასვლებისგან. გვაქვს ზომიერი კონტროლირებადი მატება, მაგრამ ეს რომ შევინარჩუნოთ და ჩვენთან არ მოხდეს უმართავი სიტუაცია. ალბათ, არ მოხდება, რადგან თავი აქამდე ასე მოვიტანეთ.

მოქალაქეები დიდი პასუხისმგებლობით უდგებოდნენ ამ პროცესს, რაც საქართველოში ხდებოდა. აქედან გამომდინარე, რაღაცნაირად თვითშეზღუდვები დავიწესოთ და ცხოვრების წესი მაინცდამაინც არ გავიხალისოთ. „კოვიდთან“ ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ რაღაცნაირად თავშეკავებით“, – განუცხადა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს.

 

იტვირთბა....