მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა – ამის შესახებ ინფორმაცია “რადიო მარნეულმა“ გაავრცელა.
“რადიო მარნეულთან“ საუბრისას ერთ-ერთი რესპონდენტი აცხადებს, რომ მძღოლი ამ პირბადეებს სავარაუდოდ შემდეგი მგზავრებისთვის გამოიყენებდა.
“მეხუთე სკოლის წინ რომ გაჩერებაა, იქ სამარშრუტო ტაქსში ვიჯექი. მძღოლმა ორ მგზავრს სთხოვა, რომ პირბადეები უკან დაებრუნებინათ, მათაც დააბრუნეს. მაშინვე მივეცი მძღოლს შენიშვნა, თუ რატომ აკეთებდა ამას და მან მიპასუხა, რომ კლიენტები რომ არ დაეკარგა, მოუწია პირბადეების თხოვება“, – თქვა “რადიო მარნეულთან“ საუბრისას ერთ-ერთმა რესპონდენტმა.
შპს “ექსპრეს ტურისტის“ დირექტორი იური სამხარაძე ფაქტი ადასტურებს და ამბობს, რომ მძღოლებს გაფრთხილება უკვე მისცა.