ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრემიერის ანგარიში პიარისა და პროპაგანდის საკმაოდ მსუყე ნაწილს შეიცავდა”- ვახტანგ ძაბირაძე

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, პარლამენტში პრემიერმ-მინისტრის ანგარიში საზოგადოებისთვის საკმაოდ ინფორმაციული იყო, რადგან გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მოქმედებებზე თითქმის ყველა მიმართულებით ისაუბრა.

ამის შესახებ ვახტანგ ძაბირაძემ “მეტრონომთან” ინტერვიუში განაცხადა.

პოლიტოლოგის შეფასებით, მთავრობამ კრიზისს წარმატებით გაართვა თავი, შესაბამისად პრემიერის გამოსვლაც პიარის ნაწილს შეიცავდა, რაც არაა გასაკვირი.

“გახარიას მიერ წარდგენილი ანგარიში იყო იმაზე, რაც გაკეთდა პანდემიის პერიოდში. ასევე, შეიცავდა პიარისა და პროპაგანდის საკმაოდ მსუყე ნაწილს. გულწრფელად რომ გითხრათ, და ამაში ყველა ვთანხმდებით, რომ მთავრობვამ ამ კრიზისს საკმაოდ წარმატებულად გაართვა თავი. მართალია, აქ დიდი წვლილი ექიმების იყო, მაგრამ  მაინც ორგანიზაციული მხარეები ბევრია, ეს ყველაფერი წარმატებით გაიარეს. და ამ წარმატებას რეალიზებას პოლიტიკურ კაპიტალში შეეცდებიან. ეს არც გასაკვირია და არც დასაძრახი,”- აცხადებს ძაბირაძე.

შეგახსენებთ, 27 მაისსპარლამენტში დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმინეს, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. პრემიერმა პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. შემდეგ კი დეპუტატების კითხვებს უპასუხა. თუმცა, ოპოზიციის წევრებმა კრიტიკული განცხადებები გააკეთეს.

ამასტან, პარლამენტში დღეს დეპუტატები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასინტერპელაციის წესით მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია ოპოზიციამ დაიბარა. დეპუტატების კითხვები მთავრობისთვის უკვე გადაგზავნილია.

 

იტვირთბა....