“ვირუსი ძალიან ცუდია, მაგრამ მეორე მხრივ, ანტიკრიზისულმა გეგმამ პრემიერ გახარიას მეთაურობით ყველაფერს თავისი წერტილი დაუსვა და სახელი დაარქვა. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ კრიზისამდე ჩვენი რეიტინგი ამხელა ნამდვილად არ იყო, თუმცა არასდროს ყოფილა, არც ერთ კრიტიკულ შემთხვევაში, რომ 40%-მდე შემცირებულიყოს. დღევანდელი მონაცემები გამოწვეულია იმით, რომ ეს გამოცდა ხელისუფლებამ ჩააბარა წარმატებით და ეს აისახა რეიტინგებზე.”
მამუკა მდინარაძე – პარლამენტის ვიცე-სპიკერი
აღნიშნული განცხადება მდინარაძემ “იმედის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.