“ვფიქრობ, რომ განსხვავებული აზრის მიმართ უნდა იყოს შემწყნარებლური დამოკიდებულება. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ყველას. მეუფე ანტონსაც და საერო დასსაც. რის გამოც მან დასავლურ კურსზე ისაუბრა, რამაც განაპირობა მისი გულისტკივილი, ამას ვეთანხმები, რომ დღეს დასავლური ფასეულობების სახელით იდევნება ეკლესია. ეს არ არის დასავლური ფასეულობა, ამ სახელით ხდება უბრალოდ. ეს უნდოდა მეუფე ანტონს ეთქვა, რომ ამ ქცევით ხალხში ანტი დასავლური განწყობა შეიქმნება.”
მეუფე დანიელი – ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი
ამის შესახებ მეუფემ ჟურნალისტებს სამებაში, წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა.
შეგახსენებთ, როგორც მეუფე ანტონიმ განაცხადა, აქტიურად ვრცელდება ე.წ. “ნეიტრალიტეტის“ მოთხოვნასთან დაკავშირებული განცხადებები, რომლებიც, რეალურად, პირდაპირი რუსული პროპაგანდაა. მისივე თქმით, ძლიერი დასავლელი პარტნიორები და დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრობა, პირდაპირპროპორციულია იმისა, რომ მტერი ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ვერ შეეხება.”