“დღეს, „რბილი ძალის“ გავლენით, ბევრი ჩვენი თანამემამულისათვის შეუცნობელი გახდა თავისუფლების იდეა და მნიშვნელობა. აქტიურად ვრცელდება ე.წ. “ნეიტრალიტეტის“ მოთხოვნასთან დაკავშირებული განცხადებები, რომლებიც, რეალურად, პირდაპირი რუსული პროპაგანდაა. წარსული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ჩვენი სწორედ ასეთი „ნეიტრალიტეტი“ აწყობს ყველაზე მეტად ჩრდილოელ მტერს, რომ უპრობლემოდ დაგვიპყროს და დამოუკიდებლობა წაგვართვას. ძლიერი დასავლელი პარტნიორები და დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრობა, პირდაპირპროპორციულია იმისა, რომ მტერი ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ვერ შეეხება.”
მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) – მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი
მეუფე მელქისედეკმა აღნიშნული მოსახლეობასთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისას განაცხადა.