მთავარი ციტატა

“თუ რამე არ მახსოვს, ცოდვები, რაც ჩადენილი მაქვს, უფალი მომიტევებს”- მეუფე იაკობი

“ორმაგი სტანდარტებია და ეს არის ძალიან ცუდი. გეტყვით რაში მდგომარეობს ეს ორმაგი სტანდარტი. მე გინდ ცილს მწამებენ, გინდ მაგინებენ, არაფერია, პასუხსაც არ ვცემ. პასუხი რატომ უნდა გავცე? თუ რამე არ მახსოვს, ცოდვები რაც ჩადენილი მაქვს, უფალი მომიტევებს.  ნუთუ სირცხვილის გრძნობა იმ ტელევიზიის მუშაკებს არ კლავთ, სიკვდილი პირდაპირ არ იფიქროთ, ქართული გამონათქვამია, როდესაც გადაცემა გააკეთეს, რომ ეს დიდებული ტაძარი ვიღაცის მამა-პაპის მიწაზე არის აშენებული? არა გრცხვენიათ? ტელევიზიის მმართველები ხომ ხართ? მაპატიეთ, ასეთ იდიოტობას როგორ უშვებთ? აქ არის ბერ-მონაზვნების საფლავები და იქ არის ტაძარი აშენებული.”

მეუფე იაკობი- ბოდბელი მიტროპოლიტი

ამის შესახებ მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

იტვირთბა....