მთავარი ციტატა

“მათ პანდემიასთან ბრძოლაში კმაყოფილების საფუძველი ნაწილობრივ აქვთ. მაგრამ, აქ ლომის წვლილი ექიმებისაა”

“რასაც მე ვუსმენდი და ვხედავდი, ფაქტია, რომ წაგებულია საქართველო და ქართველი ხალხი. ჩვენ მოვისმინეთ თავის საქმიანობით აღფრთოვანებული მთავრობის განცხადებები, რომლებიც ძალიან კმაყოფილები არიან. მათ პანდემიასთან ბრძოლაში კმაყოფილების საფუძველი ნაწილობრივ აქვთ. მაგრამ, აქ ლომის წვლილი არის, რა თქმა უნდა, ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის და ამ ყველაფერში მთავრობის წვლილი მეორადია.”

ნინო ბურჯანაძე – “ერთიანი საქართველოს” ლიდერი

ამის შესახებ ბურჯანაძემ “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა. 

გუშინ პარლამენტში დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმინეს, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. პრემიერმა პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. შემდეგ კი დეპუტატების კითხვებს უპასუხა. თუმცა, ოპოზიციის წევრებმა კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. 

იტვირთბა....