ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

გახარიას თქმით, მთავრობა იპოთეკური სესხის 4%-ს დაასუბსიდირებს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მთავრობა მოქალაქეების მიერ აღებული იპოთეკური სესხების 4%-ს დაასუბსიდირებს.

გახარიას ცნობით, მთავრობა იმ სესხების სუბსიდირებას მოახდენს, რომლებსაც მოქალაქეები წლის ბოლომდე, 5 წლის ვადით აიღებენ.

“საქართველოს მთავრობა დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4%-ს, ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე 5 წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შექმნის რეალურ მოთხოვნას სამშენებლო ბაზარზე, ეს ერთი და რა თქმა უნდა, 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვერდში დავუდგებით და მივეხმარებით თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ვინც გადაწყვეტს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას,”- აცხადებს გახარია.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა გამოსვლისას განაცხადა, რომ სუბსიდირება შეეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ანდა ამ მომენტისთვის უკვე სარგებლობს ამ სესხით.

 

გიორგი გახარია –

იტვირთბა....