ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების 78% უკვე გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ინფიცირების ახალი შემთვევების ყველა წყარო ცნობილი – ერთი ინფიცირებული სატვირთო მანქანის მძღოლია, ხოლო ორი მათგანი საკარანტინო სივრციდანაა გადაყვანილი.

ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ეზუგბაიას ცნობით, საქართველოში ვირუსით ინფიცირებულების 78% უკვე გამოჯანმრთელდეა.

“ინფიცირებულებიდან 78% უკვე გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 153 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 408-ით აჭარბებს მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს. 3 ახალი შემთხვევიდან 1 არის სატვირთო მანქანის მძღოლი, დანარჩენი 2 გახლავთ უკვე არსებული, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტი. სატვირთოს მძღოლი კარანტინში იყო და იქ დადასტურდა,”- აცხადებს მარინა ეზიგბაია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 738 შემთხვევაა დადასტურებული. ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ 16 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 573-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

 

 

იტვირთბა....