“განსაკუთრებით როცა მხედავს, მას ემართება ბნედა, პოლიტიკურ ბნედას ვგულისხმობ. მე მინდა დანანებით აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი, საბოლოოდ აღვნიშნეთ დღეს, ბნელეთისკენ მიაქანებს საკუთარ პოლიტიკურ ძალას იმის გამო, რომ დღეს მისი პოლიტიკური პარტია, ესენი არ იყვნენ ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი ნაციონალები, ესენი იყვნენ ვითომ გასუფთავებული ნაციონალები, რომლებიც საყვედურობდნენ პრემიერმინისტრს, ეს ჯარიმების ოდენობები მაღალი რომ არის ვაპროტესტებთო და ეკლესიის წარმომადგენლები არ დააჯარიმეთო.”
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი
ამის შესახებ წულუკიანმა, ჟურნალისტებთან განაცხადა. რითაც გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა.