ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხელჩართულ ბრძოლებს გავმართავთ, მზად ვარ, ჩავჯდე ამის გამო” – ფოფხაძე გამოსახლებების გადავადებას ითხოვს

თუ თქვენ ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებთ და ვერ ჩამოყალიბდებით, და 15 ივლისიდან შეეცდებით, რომ გამოსახლებები განახორციელოთ, მაშინ მე გპირდებით, რომ ხელჩართულ ბრძოლებს გავუმართავთ აღსრულების სამსახურს – ამის შესახებ, ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯობია მთავრობამ სამართლებრივი გზები გამონახოს და არჩევნებამდე გამოსახლებები არ იყოს.

„აქ ითქვა, რომ გამოსახლებებზე 15 ივლისამდეა მორატორიუმი და [შემდეგ] აღარ იქნება და ეს საკითხი გახდება შემდეგ მსჯელობის საგანი, მომავალში როგორ მოვიქცევით. მინდა, პირდაპირ გითხრათ, რომ ჯობია სამართლებრივი გზები გამოვნახოთ და არჩევნებამდე გამოსახლებები არ იყოს. მომავალში ახალმა მთავრობამ გადაწყვიტოს, როგორ მოექცევა, ერთი მხრივ, მევახშეებს და თაღლითებს  და მეორე მხრივ, მათგან დაზარალებულ ჩვენს მოქალაქეებს.

თუ თქვენ ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებთ და ვერ ჩამოყალიბდებით, და 15 ივლისიდან შეეცდებით, რომ გამოსახლებები განახორციელოთ, მაშინ მე გპირდებით, რომ სახალხო მორატორიუმის ფარგლებში არ მოგცემთ ამის საშუალებას და ხელჩართულ ბრძოლებს გავუმართავთ აღსრულების სამსახურს. თქვენს სინდისზე იყოს, მერე დაგვიჭერთ თუ არ დაგვიჭერთ. მაგრამ ეს იქნება ასე. მოგიწევთ ნამდვილი ბრძოლის გადატანა იმ აღსრულებების დროს. პირადად მე მზად ვარ, რომ ჩავჯდე ამის გამო და მოვიხადო სასჯელი და თქვენ სინდისზე იყოს, ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ თუ არა.

მომავალმა მთავრობამ, თუ იქნება ეს სახალხო მთავრობა, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყანაში გაჭირვებულ ხალხს როგორ მოექცევა და თაღლითები იპარპაშებენ თუ არა ამ ქვეყანაში. თქვენ 8 წელი გიყურათ ხალხმა და ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ გადაგიდგამთ…”, – განაცხადა ფოფხაძემ.

იტვირთბა....