“დაჯარიმებულების 90%-ისთვის ეს იქნება ძალიან მძიმე გადასახდელი. თავიდან პრევენციული თვალსაზრისით ძლიან კარგად იმუშავა. ჩვენ გვაქვს ორი გამოწვევა: ერთი, მათ ძალიან გაუჭირდებათ გადახდა და რაღაც უნდა მოვიფიქროთ. მეორე გამოწვევა არის ის, რომ როდესაც ქვეყანა მეორე ტალღას ელოდება, უკვე დღეს თუ ასე მარტივად ჩამოიწერება ჯარიმები, ხვალ ადამიანები იფიქრებენ, რომ თუ ახალ ჯარიმას დააწესებ, ისიც არ იმუშავებს. აქ გამოსავალზე უნდა ვიფიქროთ. უმრავლესობის წევრები დარწმუნებული ვარ ამ კითხვასაც დასვამენ.”
მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
აღნიშნული განცხადება მდინარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.