aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის – ბათუმში ათამდე პირია დაკავებული

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმის მერიის წინ თურქეთში დროებით დასაქმებულმა ქალბატონებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას დაპირებულ ერთჯერად დახმარებას სთხოვს. როგორც ისინი აცხადებენ, მათი თვითდასაქმების მთავარი დოკუმენტი ყოველდღიურად სარფის საბაჟოს გადაკვეთაა, თუმცა ამ ცნობით მათ მაინც ვერ მიიღეს ერთჯერადი დახმარება. ისინი არც ფართომასშტაბიან აქციებს გამორიცხავენ, მათი განმარტებით დღევადელი აქცია გამაფრთხილებელია.

აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით 10-მდე პირი დააკავეს.

დაკავებულებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება შსს-ს არ გაუკეთებია.

აქციის მონაწილეებმა, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულების ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია თავდაპირველად აჭარის მთავრობის სახლთან გამართეს. მოგვიანებით კი ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, სადაც ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მოხდა.

5 მაისს ხულიგნობის ბრალდებით რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე დააკავეს. ისინი ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასასამართლო სხდომაზე პატიმრობაში დატოვა. საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რადგან საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

იტვირთბა....