ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იმედია, ამ დარბაზში ისეთ სისულელეს არ გვეტყვით, რომ დონალდ ტრამპიც “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია”- სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი პრემიერს 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით კითხვით მიმართავს და აინტერესებს, დოკუმენტის პირობების შეუსრულებლობა მიაყენებს თუ არა დარტყმას დასავლელ პარტნიორებთან სტრატეგიულ ურთიერთობებს მაშინ, როდესაც საქართველო სასიცოცხლოდ დამოკიდებულია იმ დახმარებაზე, რომელიც მათ უნდა გაუწიონ ქართველ ხალხს.

როგორც სამადაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის,  აშშ-ის პრეზიდენტიც, ყველა განცხადებაში ხაზს უსვამენ მიუკერძოებელ მართლმსაჯულებასა და დემოკრატიას და იმედოვნებ, რომ მმართველი გუნდიდან დონალდ ტრამპსაც არ განიხილავენ “ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლად.

“როდესაც ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, მან შეგვახსენა, რომ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა ეფუძნება ისეთ საერთო ღირებულებებს, როგორიც არის დემოკრატია, მართლმსაჯულება და საერთო დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემა. გასაგებია, რომ თქვენ და თქვენი თანაგუნდელები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯიმ რიშს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს მოიხსენიებთ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლებს. იმედია, ამ დარბაზში ისეთ სისულელეს არ გვეტყვით, რომ აშშ-ის პრეზიდენტიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია.

თქვენგან მოვისმინო პასუხი შეკითხვაზე: 8 მარტის შეთანხმების ჩაშლა, რომლის ნაწილიც დიახ, არის პოლიტპატიმრების, მათ შორის გიორგი რურუას საპატიმროდან გათავისუფლება, მიაყენებს თუ არა დარტყმას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან სტრატეგიულ ურთიერთობებს მაშინ, როდესაც ჩვენი სახელმწიფო სასიცოცხლოდ დამოკიდებულია იმ დახმარებაზე, რომელიც მათ უნდა გაუწიონ ქართველ ხალხს,“ – მიმართა სამადაშვილმა გახარიას.

პარლამენტში დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმინეს, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. პრემიერმა პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

იტვირთბა....