ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვერავინ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ მთავრობამ რაიმე შეზღუდვა არამიზნობრივად გამოიყენა”- გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული შეზღუდვებით ქვეყანას მიეცა საშუალება, ვირუსის გავრცელება სივრცესა და დროში კონტროლის ქვეშ აეყვანა.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში  საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რითიც “საზოგადოებრივი ჯანდაცვის”კანონში შეტანილ ცვლილებებს გამოეხმაურა.

გახარიას თქმით, ვერავინ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ მთავრობამ რაიმე შეზღუდვა არამიზნობრივად გამოიყენა და ამ შეზღუდვების დიდი ხნით შენარჩუნებას არავინ აპირებს.

“ეს იყო ჩვენი ძირითადი ამოცანა, არავინ არ ამბობს და არ აპირებს ამ შეზღუდვების დიდი ხნით შენარჩუნებას. ვერავინ ვერ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ მთავრობამ ან ხელისუფლებამ რაიმე სახის შეზღუდვა არამიზნობრივად გამოიყენა, ეს ყველაფერი იყო გამიზნულად გაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენთვის პირველ რიგში მნიშნველოვანია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და შემდეგ, ეტაპობრივად ეკონომიკური განვითარება და მათი სოციალური მდგომარეობა,”- აცხადებს პრემიერი.

შეგახსენებთ, მმართველმა გუნდმა “საზოგადოებრივი ჯანდაცვის” კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რითიც მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

 

იტვირთბა....