პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია კორონავირუსთან ბრძოლაში პირველი ეტაპისს გარგლებში მთავრობის ნაბიჯები განმარტა.
გახარიას თქმით, პირველი ეტაპი, რომელიც 28 იანვრიდან და 29 თებერვმადე გაგრძელდა, მიზნად ისახავდა იმპორტირებული ვირუსის შეკავებას.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი ცნოით, ამ ეტაპზე საქართველომ ფრენები შეაჩერა მაღალი რისკის მქონე ქვეყნებთანაც, რითიც გაუმკლავდა იმპორტირებულ ვირუსს.
“პრევენციული ღონისძიებების გატარების დროს დავინახეთ, რომ ეს არ იქნებოდა საკმარისი და უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწია. ჯერ შევაჩერეთ ფრენები მაღალი რისკის ქვეყნებთან და შემდგომ უკვე მოგვიწია საზღვრის გადაკეტვა მეზობელ ქვეყნებთან.
ერთი რამ გავითვალისწინოთ, როდესაც პანდემიაზე ვსაუბრობთ და ვამბობ, რომ გარკვეული ნაბიჯები პროაქტიურად გადავდგით, ამას თავისი ახსნაც ჰქონდა. როდესაც პანდემიის გავრცელების გეოგრაფიას ვუყურებდით, ვხედავდით, რომ ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც პანდემიის აფეთქება იყო, ჩვენ გვქონდა საკმაოდ მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები. ეს იყო ჩინეთი, ირანი, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, საიდანაც საქართველოს აქვს ეკონომიკური სარგებელი. ჩვენთვის ყველა აქტიური ტრაფიკის ქვეყანა იყო მაღალი რისკის შემცველი.
ეს იყო პირველი ეტაპი, როდესაც ჩვენ ვეძახით “შეჩერების ეტაპს”. ამ ეტაპის ძირითადი ამოცანა გახდა იმპორტირებულ ვირუსთან გამკლავება”,- აცხადებს გიორგი გახარია.
პრემიერის თქმით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გამოიყო ოთხი ძირითადი მიმართულება და თითოეული მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირები.