პრემიერ-მოინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას ვირუსთან ბრძოლაში მთავრობის ნაბიჯებზე ისაუბრა.
გახარიას თქმით, პირველი ეტაპი საქართველოში მაშინ დაიწყო, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია გაჩნდა, ეს იყო 28 იანვარი.
“ვირუსთან ბრძოლის რამდენიმე ეტაპი შეიძლება გამოიყოს, რომელიც ფაქტობრივად ბოლო სამი თვის განვალობაში უკვე დაფიქსირდა. ეს გახლავთ ვირუსის გავრცელების შეკავება, რომელიც იწყება 28 იანვრიდან და 29 თებერვმადე გრძელდება. ეს იყო ეტაპი, როდესაც მსოფლიოში პირველად გაჩნდა ვირუსზე ინფორმაცია. ეს იყო ეტაპი ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან ერთი თვით ადრე, როცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და დაიწყო კონტროლი. 28 იანვარს შეიქმნა უწყებათაშორისო საბჭო, რომლის მთავარი ამოცანაც იმპორტირებული ვირუსის კონტროლი გახდა. სხვათაშორის, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც აეროპორტებში თერმოსკრინინგი დაიწყო.
ჩვენ მაშინვე დავინახეთ, რომ ეს ბრძოლა იქნებოდა ხანგრძლივი და დავიწყეთ მზადება. ეს იქნებოდა ბრძოლა ორ ფრონზე – მოქალაქის ჯანმრთელობა და ეკონომიკა,”- აცხადებს გახარია.
პრემიერის თქმით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გამოიყო ოთხი ძირითადი მიმართულება და თითოეული მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირები.
“ეს გახლდათ ჯანდაცვა, რომელსაც უნდა ეზრუნა, მომზადებულიყო ქვეყანაში კოვიდთან გასამკლავებლად. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძე. ეკონომიკურ მიმართულებას, რომელიც გლობალური კრიზისის ფონზე მნიშვნელოვანი გახდა, ხელმძღვანელობდა ქალბატონი მაია ცქიტიშვილი. მთავარი იყო უსაფრთხოების კონტროლი, როცა საზღვარზე ხდებოდა მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლი და ამ მიმართულებას ხელმძღვანელობდა ბატონი ვახტანგ გომელაური, და ბოლოს, მარაგები და ლოჯისტიკა. აშკარა იყო, რომ ქვეყნები იწყებდნენ თავიანთი საექსპორტო პოტენციალის შეზღუდვას. ამ მიმართულებას ხელმძღვანელობდა ბატონი ლევან დავითაშვილი, “- აცხადებს გახარია.
პრემიერის თქმითვე, პირველი ეტაპის ფარგლებში საქართველომ ფრენები შეაჩერა მაღალი რისკის მქონე ქვეყნებთანაც, რითიც გაუმკლავდა იმპორტირებულ ვირუსს.
დეპუტატები პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უწმენენ, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად მივიდა.