პრემიერ-მოინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბოლო კვირეების მონაცემები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელება კონტროლირებადია
ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
გახარიას თქმით, სწორედ კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარება გახდა იმის საფუძველი, რომ მომავალი დღეებიდან სხვა შეზღუდვებიც იხსნება.
“მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ არ არსებობს არათუ რაიმე მკურნალობის სტრატეგია, არ არსებობს ზუსტ ანალიზზე დაფუძნებული პროგნოზებიც. დღეს არავინ იცის, ხვალ სამყარო როგორი იქნება, როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.
დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს. ამის შესაძლებლობას გვაძლევს, ის რომ ბოლო კვირეების განმავლობაში, ინფიცირებულთა რაოდენობა ათეულებს არ აცდენია. ეპიდემიის გავრცელება სრულად ექვემდებარება კონტროლს. ამირომ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდვები შეამსუბუქოს,”- აცხადებს გახარია.
დეპუტატები პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უწმენენ, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად მივიდა.