“სომხეთში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა ვრცელდება, ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ მძიმეა. შესაბამის სამსახურებს დავავალე, რომ აუცილებლად დააჯარიმონ მოქალაქეები, რომლებიც უსაფრთხოების ზომებს არ იცავენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ახლა რეიდები მიმდინარეობს. პოლიციამ და სხვა უწყებებმა უნდა იპოვონ ყველა მოქალაქე, ვინც პანდემიის დროს დაწესებულ შეზღუდვებს არღვევს.”
სომხეთის პრემიერ-მინისტრი – ნიკოლ ფაშინიანი
აღნიშნული განცხადება ფაშინიანმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
შეგასენებთ, რომ მხოლოდ ბოლო 2 დღეში სომხეთში ვირუსი 700-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა, 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა.