მთავარი ციტატა

“ივანიშვილზეა დამოკიდებული, როდის გამოცვლის მის რომელიმე პოლიტიკურ პაიკს”

“გვაქვს კომუნისტური წყობის მსგავსი სისტემა, როცა პარტიის ხელმძღვანელ ივანიშვილს აქვს უსაზღვრო ძალაუფლება. მასზეა დამოკიდებული ყველაფერი, როდის გამოცვლის მის რომელიმე პოლიტიკურ პაიკს ეს არ ვიცით, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს თამაშის წესი შევცვალოთ ამ ხელისუფლების დამარცხებით არჩევნებზე.”

გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი

ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებს პრემიერის ხვალინდელ ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა. 

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დეპუტატები ხვალ საკანონმდებლო ორგანოში მოუსმენენ. გახარია პანდემიის პერიოდში ქვეყნის მართვასთან დაკავშირებით ყველა შეკითხვას უპასუხებს. ამასთან, ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ გახარიას პრემიერის ამპლუაში ბოლოჯერ მოუსმინონ. 

 

იტვირთბა....