“გააჩნია, რა დასკვნას დადებს ჯანმო, რამდენად წონიანი მიზეზის გამო შეაჩერა მედიკამენტის კვლევაში გამოყენება. თუ შეჩერების მიზეზი არის წონიანი, ჩვენ გავეცნობით. გავეცნობით იმასაც, რამდენი გვერდითი მოვლენა იყო და რა სახის, ჩვენთან არ ყოფილა არცერთი. ჩვენთან პაციენტებიც ცოტა იყო, იქ ათასები. თუ ვნახეთ, რომ ეს გვერდითი მოვლენები სერიოზულია, ჩვენ შევწყვეტთ კვლევის მიღმა ამ მედიკამენტის გამოყენებას. არ გამოვიყენებთ, მაგრამ თუ ვნახეთ, რომ ის გვერდითი მოვლენები არც ისეთი მნიშვნელოვანია, მაშინ შესაბამისად მოვიქცევით.”
თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის შესაძლო სამკურნალო პრეპარატების კვლევიდან მედიკამენტი “ჰიდროქსიქლოროქინი“ („პლაქვენილი“) დროებით ამოიღო. “სოლიდარობის კვლევიდან“ აღნიშნული პრეპარატის ამოღების მიზეზი ის არის, რომ ვინც “პლაქვენილს“ იღებდნენ, გულის პრობლემებით მათი გარდაცვალების რისკი იზრდებოდა.