“ერთმორწმუნე მტერი“ კვლავაც ოკუპაციის მომაკვდინებელ ცოდვაშია და მის მიერ ჩვენს ქვეყანაში გავლებული მავთულხლართები, ჩვენი სახლის ერთი კუთხიდან მეორეში გადაადგილებაში გვიშლიან ხელს, მაგრამ მგონია, რომ სხვა პრობლემის წინაშეც ვდგავართ, ესაა არა ტერიტორიის, არამედ გონებისა და გრძნობების ოკუპაცია. დიახ, ვხედავ, რომ ჩვენს არაერთ თანამემამულეს, გულსა და გონებაში აქვს გავლებული მავთულხლართები და უჭირს გაარჩიოს ქვეყნის ნამდვილი მტერი და მოყვარე. რეალურად კი მადლიერება გვმართებს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისადმი, რომლებიც ევროატლანტიკური სივრციდან ათწლეულებია უანგაროდ გვეხმარებიან.”
მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) – მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი
მეუფე მელქისედეკმა აღნიშნული მოსახლეობასთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისას განაცხადა.
ამასთან, როგორც მეუფემ განაცხადა, აქტიურად ვრცელდება ე.წ. ნეიტრალიტეტის მოთხოვნასთან დაკავშირებული განცხადებები, რომლებიც, რეალურად, პირდაპირი რუსული პროპაგანდაა.