ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თეა წულუკიანი გახდება

ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დაინიშნოს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს უფლებამოსილების ვადა 15 ივნისს ეწურება.

როგორც ოპონენტები ვარაუდობენ, ქვეყნის არაოფიციალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი ეცდება, ამ პოსტზე მისთვის სანდო კადრი დანიშნოს.

მათი თქმით, სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოა ის უმაღლესი ორგანო, სადაც საარჩევნო დავების არსებობის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. შესაბამისად, ოპონენტები აცხადებენ, რომ  გასაკვირი არ იქნება, თეა წულუკიანის კანდიდატურა ამ თანამდებობაზე განიხილებოდეს.

“თუ ვინმეს უნდა კრიტერიუმები, თუ როგორი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზოგადად მოსამართლე, ნებისმიერი დონის, უნდა აიღოთ წულუკიანი და ყველა მისი საპირისპირო თვისება უნდა შეარჩიოთ. წულუკიანი არის ანტიპოდი, როგორი უნდა იყოს მოსამართლე,”- აცხადებს გიგა ბოკერია.

არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლები კი ითხოვენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესი იყოს გამჭვირვალე.

ცნობისთვის, ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერის პოსტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებს, ხოლო გიორგი გახარია “ქართული ოცნების” მიერვე შექმნილი ოპოზიციის ლიდერად განიხილება.

იტვირთბა....