ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩვენ პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებმაც გლობალური მშვიდობის მისაღწევად ამდენი რამ გაწირეს”- მაიკ პომპეო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც მაიკ პომპეო მისალოც განცხადებაში ამბობს, აშშ მის ვალდებულებაში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რცევა და ქვეყანა ქართველი ხალხის არცევანს მხარს უჭერს. 

“აშშ-ის მთავრობის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. აშშ-სა და საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ, რომელიც დაფუძნებულია საერთო ფასეულობებსა და თავისუფლების ძლიერ სიყვარულზე, დამოუკიდებლობასა და ერთიანობაზე. აშშ რჩება ურყევი მის ვალდებულებაში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ქართველი სამხედროები მამაცურად მსახურობდნენ და ჩვენ პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებმაც გლობალურ მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად ამდენი რამ გაწირეს.,”- აცხადებს მაიკ პომპეო.

პომპეოს თქმით, ის მომდევნო წელს ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გამდიდრებას ელის.

დღეს, 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნი მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. თუმცა, საქართველოს 26 მაისი საზეიმო ღონისძიებით თავდაცვის ძალების ყველა ქვეით ბრიგადაში აღინიშნება.

იტვირთბა....