ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრემიერის პოსტთან დაკავშირებით, მით უმეტეს, ასეთი სკანდალური ფორმით მიწოდებული ინფორმაცია, სრული პოლიტიკური სპეკულაციაა”- გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის შეცვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სპეკულაციის ნაწილია.

ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებებთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, შესაძლოა გარკვეული საკადრო ცვლილებბეი მოხდეს, თუმცა პრემიერ- მინისტრის პოსტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ წეესაბამება.

“საარჩევნო პერიოდი როგორც კი დგება და მნიშვნელოვანი პროცესები ხდება ქვეყანაში, რასაკვირველია, იწყება საუბარი საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, დაბალ, შუა და ახლა უკვე მაღალ რგოლებსაც გადაწვდნენ. მე ვფიქრობ, შეიძლება რაღაც ცვლილებები მოხდეს. მაგალითად, ელჩები დაინიშნა ახალი, უნდა ვიფიქროთ საკადრო ცვლილებებზე შერიგების საკითხთა სახელმწიფო მინისტრის პოსტზე. პრემიერ- მინისტრის პოსტთან დაკავშირებით, მით უმეტეს, ასეთი სკანდალური ფორმით მიწოდებული ინფორმაცია, სრულად არის პოლიტიკური სპეკულაცია, რომლის უკანაც დაინტერესებული პოლიტიკური ძალები დგანან,”- აცხადებს ვოლსკი.

ამასთან, ვოლსკის მიაჩნია, რომ გიორგი გახარია წარმატებული პრემიერია და მისი სახით სახელმწიფოს შესანიშნავი კადრი ჰყავს.

“ჩემი აზრით, გიორგი გახარია საკმაოდ წარმატებული პრემიერ- მინისტრია, თავდადებული თავისი ქვეყნისთვის და საკმაოდ კომპეტენტური ყველა მიმართულებით, ასე რომ, შესანიშნავი კადრი ჰყავს სახელმწიფოს,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, “მთვაარი არხი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრემიერის პოსტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებს, ხოლო გიორგი გახარია “ქართული ოცნების” მიერვე შექმნილი ოპოზიციის ლიდერად განიხილება.

იტვირთბა....