“არ ვიზიარებ კრიტიკას, რომ საელჩომ ვერ იმუშავა. მე რაც ჩამოვედი, სულ მაგას გეუბნებით, რომ მქონდა კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე უკრაინის და მოგახსენეთ უკვე, რომ გადავეცით საპროტესტო ნოტა, პროტესტის ფორმად არჩეული იქნა ელჩის გამოწვევა კონსტულაციისთვის და ჩამოვედი და დღეს ვიწყებთ ამ კონსულტაციებს.”
თეიმურაზ შარაშენიძე – საქართველოს ელჩი უკრაინაში
ამის შესახებ შარაშენიძემ ჟურნალისტებთან საგარეო უწყებაში შეხვედრაზე მისვლისას განაცხადა.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განკარგულებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა, 8 მაისს, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახა.