aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარინა ეზუგბაიას თქმით, კრიტიკულ პაციენტს პლაზმით მკურნალობა ჩაუტარდა, რამაც კარგი შედეგი გამოიღო

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში მოთავსებულ ინფიცირებულს გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით უმკურნალეს, რამაც კარგი შედეგი გამოიღო.

ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ეზუგბაიას თქმით, ეს ის კრიტიკული პაციენტია, რომელთანაც ყველა შესაძლო მკურნალობის მეთოდი ჩატარდა.

“ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც 80-წელზე მეტისაა, მას ჩაუტარდა დიალიზი. ეს ის კრიტიკული პაციენტია, რომელთანაც ჩატარდა ყველა შესაძლო ხელთ არსებული სიახლე მკურნალობაში, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და 80 წელს გადაცილებული ქალბატონი შეიძლება ვთქვათ, რომ მისი პროგნოზი კეთილსაიმედოა, ეს უკვე ძალიან კარგია. ანუ ლაპარაკია გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით მკურნალობაზე”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულებისთვის პლაზმით მკურნალობის მეთოდზე პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა. როგორც ცერცვაძემ განმარტა, სისხლის პლაზმის შესაქმნელად დონორი მხოლოდ გამოჯანმრთელებული პაციენტია შეიძლება იყოს. თუმცა, პროფესორის თქმით, ასეთი დონორი 20 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან მხოლოდ ერთია.

იტვირთბა....