ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს საზღვართან 2 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ინგუშეთთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან ორ კილომეტრში იყო.

ცენტრის ცნობით, 3.7 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 16:33 საათზე მოხდა.

იტვირთბა....