“არ შემიძლია ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება, ვგეგმავ პრესკონფერენციას, მეთვითონაც არ ვიყავი ამისთვის მზად, არ ვიცი, საიდან გახდა ეს თემა საჯარო, წარმოდგენა არ მაქვს. პრესკონფერენციის შესახებ გაიგებთ. საუბარია ფიზიკურ ძალადობაზე ბავშვის თანდასწრებით”
ნეკა დოროყაშვილი, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე
“მთავარი არხი”
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.
პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.