aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არის თუ არა შესაძლებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის 15 ივლისამდე აღდგენა – მთავრობის ადმინისტრაციის განმარტება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“შეზღუდვების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 15 ივლისი, თუმცა ეს არ გამორიცხავს, მათი ნაწილი, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა, უფრო ადრე მოიხსნას”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინიტრაციაში აცხადებენ.

„დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 15 ივლისი, თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით, უფრო ადრე მოიხსნას.

ისევე, როგორც ცალკეული ეკონომიკური საქმიანობების აღდგენის გადაწყვეტილება დადგენილ ვადაზე ადრე იყო მიღებული, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დარჩენილი შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე მიიღებს, რის შემდეგაც დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა, თუმცა გარკვეული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად 15 ივლისამდე ძალაში რჩება სხვადასხვა ტიპის რეგულაცია.

იტვირთბა....