“უკრაინის მთავრობამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთან კონსულტაციების გარეშე დანიშნა”, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ბრიტანულ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში გააკეთა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებამ „გაართულა მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის“.
„ეს არ ყოფილა ფრთხილად გააზრებული გადაწყვეტილება, ის მიიღეს კონსულტაციების გარეშე, გაფრთხილების გარეშე, უბრალო შეტყობინების გარეშეც კი. მიუხედავად ამისა, საქართველოს არ სურს სიტუაციის გართულება, რადგან საქართველოს და უკრაინას ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები აკავშირებთ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, 7 მაისს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნეს, რის შემდეგაც საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, კონსულტაციების მიზნით თბილისში გამოიძახა.