“რას ნიშნავს განსხვავებულად განისაზღვროს თანამდებობის პირები, მინისტრი სხვანაირად უნდა განსაზღვროს, პრემიერი სხვაგვარად, რას ნიშნავს ეს წინადადება? ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვინც ეს დაწერა, არც ქართული იცის და არც ელემენტარული იურიდიული განათლება არ აქვს.”
ეკა ბესელია – დამოუკიდებელი დეპუტატი
აღნიშნული განცხადებით ბესელია ეხმაურება, ცვლილებებს “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში, რისი მეშვეობითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის მიღების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება ექნება.