“ვადა ისედაც იყო გაწერილი – ეს არის პანდემიის დასრულება, რაც ჩვენზე არაა დამოკიდებული. თუმცა იყო გარკვეული შიში, ამიტომ კონკრეტული ვადაც მივუთითეთ. ამავე დროს, თუ ჩვენ კიდევ დაგვჭირდება, შევიკრიბებით და ამ ვადასაც გავაგრძელებთ. გარდა ამისა, თუ სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა და საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე მიღებული გვექნება, შესაძლებლობა გვექნება, საგანგებო მდგომარეობა ისევ გამოვაცხადოთ.”
მამუკა მდინარაძე – პარლამენტის ვიცე-სპიკერი
აღნიშნული განცხადება მდინარაძემ, “იმედის” პირდაპირ ეთერში პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.