ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეალობის ფონზე უკრაინასთან თანამშრომლობას ახლებულად შევხედოთ” – ზალკალიანი

მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეალობის ფონზე უკრაინასთან თანამშრომლობას ახლებულად შევხედოთ – ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა “იმედის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს მთავრობა უკრაინიდან კონსულტაციებზე გამოძახებულ საქართველოს ელჩთან გაივლიან.

“ბუნებრივია, ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ, გამოვიწვიეთ ელჩი კონსულტაციებზე, ის ამჟამად იცავს ორკვირიან საკარანტინო პროცედურებს, საგარეო საქმეთა სამინისტროში კი 25 მაისს არის დაბარებული, როდესაც უკვე ეწურება კარანტინისთვის დაწესებული ვადა.

ბუნებრივია, მასთან ერთად გავივლით ყველა ძირითად მიმართულებას, რომელიც არის აქტუალური და შეიქმნა ამ ახალი გარემოების გამო, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა გადაიხედება.

ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა გვაქვს, რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას ასევე სუამის ფარგლებში თანამშრომლობას და ოკუპაციას უკავშირდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეალობის ფონზე ჩვენს თანამშრომლობას ახლებულად შევხედოთ. აუცილებელია, რომ ყველა ეს მიმართულება გავიაროთ ელჩთან და ჩამოვყალიბდეთ უკრაინასთან შემდგომ სტრატეგიაზე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

იტვირთბა....