ბოლნისში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც ბოლნისის მერიაში განაცხადეს, გუშინ გადაგზავნილი 67 საკვლევი მასალიდან ერთი დადებითია. მათივე ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევა სოფელ მუშევანიდანაა, საიდანაც 39 ანალიზი იყო გაგზავნილი.
დღეს საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 14-ით გაიზარდა.