საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 14-ით გაიზარდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 728 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 509-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3259 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 323.