ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველო უკვე ნატოს წევრი უნდა იყოს” – გენერალი ბენ ჰოჯესი

გენერალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ საქართველო იქნება მთავარი ქვეყანა რეგიონში, რომელიც პოლიტიკური თამაშის წესებს შეცვლის.

ჰოჯესის თქმით, საქართველო უკვე ნატოს წევრი უნდა იყოს, რადგან, მისი თქმით, ქვეყანამ ბევრი გააკეთა ნატოს სტანდარტებთან დასაახლოებლად.

“საქართველო უკვე ნატოს წევრი უნდა იყოს, მან ბევრი გააკეთა ნატოს სტანდარტებთან დასაახლოებლად. მაგრამ ზოგიერთ ქვეყანას მაიჩნია, რომ ეს პროვოკაციული იქნება კრემლისთვის. მე კი ასე არ ვფიქრობ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც არაერთხელ თქვა, რომ რუსეთს ამ საკითხზე ვეტოს უფლება არა აქვს. ამიტომ ვამბობ, რომ უსაფრთოხება და ეკონომიკური ინტერესები გადაჯაჭვულია, რაც უფრო მეტ ინვესტიციას მოიზიდავთ, მით უფრო დაცული იქნება ქვეყანა და მით უფრო მიმზიდველი გახდება ნატოსთვის.

სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ საქართველო უნდა გახდეს თამაშის წესების შემცვლელი რეგიონში. ნატოს წევრობა კი თავის მხრივაც ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას და დაცულობას”, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში.

შეგახსენებთ, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა “ამერიკის ხმასთან” განაცხადა, რომ საქართველო რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკვე იყოს ნატო წევრი. თუმცა მისი თქმით, ბოლო პერიოდში მთავრობის მხრიდან ენთუზიაზმის კლება იგრძნობა.

იტვირთბა....