ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

გენერალი ბენ ჰოჯესი: “საქართველოს მთავრობაში ნატოზე ენთუზიაზმმა მოიკლო”

“ბენ ჰოჯესი ის ადამიანია, რომელსაც ერთი წამის შეყოვნებაც არასოდეს ჰქონია ჩვენი ნატოში ინტეგრაციის საქმეში დახმარების გზაზე, ძალიან, ძალიან სამწუხაროა, რომ ის ამას ამბობს” – აცხადებს თინათინ ხიდაშელი

გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა “ამერიკის ხმასთან” განაცხადა, რომ საქართველო რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკვე იყოს ნატო წევრი. თუმცა მისი თქმით, ბოლო პერიოდში მთავრობის მხრიდან ენთუზიაზმის კლება იგრძნობა.

“საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი. მაგრამ სექტემბერში თბილისში ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ, განვიცდი იმას, რომ მთავრობისგან იგივე ენთუზიაზმი ვერ ვიგრძენი, როგორც მანამდე ვგრძნობდი. ჯარი ისეთივე პროფესიონალური და თავდადებულია, როგორც ყოველთვის, მაგრამ მართალი გითხრათ, მთავრობის წარმომადგენლებისგან დასავლური ინტეგრაციის მიმართ ენთუზიაზმი განელებულია,“ უთხრა გენერალმა ჰოჯესმა „ამერიკის ხმას“, რომელიც თვლის, რომ საქართველოს მხრიდან ენთუზიაზმის მოკლება, შესაძლოა რუსეთის მიერ “ელიტის მიტაცებას” უკავშირდებოდეს.

გენერალმა ანაკლიის პორტზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს არის კომერციული პროექტი, მაგრამ მისი  აშენება ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკურ ასპექტებსაც მოიცავს. გენერალი აცხადებს, რომ ანაკლიამ საქართველოში შესაძლოა ამერიკის სამხედრო გემებიც მიიზიდოს.

„დღეს ამერიკის საზღვაო ძალები შავ ზღვაში ოდესის და კონსტანცის პორტებს სტუმრობენ. თუმცა, ანაკლიის აშნების შემთხევევაში, ისინი ვფიქრობ, მარტივად ისარგებლებდნენ პორტით პროფილაქტიკის, ლოგისტიკური მხარდაჭერის თუ სხვა მრავალი მიზეზის გამო. ეს ზუსტად ისაა, რატომაც არ უნდა რუსეთს ამ პორტის აშენება.“ – განაცხადა გენერალმა.

ვინ არის გენერალი ჰოჯისი? საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის თქმით, გენერალი ბენ ჰოჯისი იმ ადამიანებს შორისაა, ერთი ხელის თითები რომ გვეყოფა მის გასახსენებლად. როგორც ხიდაშლი იხსენებს, ეს ის გენერალია, რომელსაც ერთი წამის შეყოვნებაც არასოდეს ჰქონია ჩვენი ნატოში ინტეგრაციის საქმეში დახმარების გზაზე.

“ეს არის ძალიან, ძალიან სამწუხარო ამბავი როცა გენერალი ჰოჯესი ასეთ რამეს ამბობს. ეს იმ მასშტაბის რეპუტაციული ზიანია ქვეყნისთვის, რომლის აღდგენაც ძალიან რთული იქნება. ძალიან ძალიან სამწუხაროა…” – ამბობს ხიდაშელი.

 

იტვირთბა....