“მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად ყველაფერს მიაღწიეს, რაც სურდათ, რატომ არ უნდა უყარონ კენჭი მათთვისვე სასურველ შედეგებს. ალბათ, უფრო საბაბია [რურუას გათავისუფლება] და ქართულ ენაში ამ ორ სიტყვას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. საკონსტიტუციო ცვლილებები მათთვის არის საჭირო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეს ცვლილებები მათ სჭირდებათ და ჩვენ ვაძლევთ ამ ცვლილებებს, რომ მერე არ იყოს სალაპარაკო – ჩვენ მოვიგებდით, მე რომ ციხეში არ ვყოფილიყავი და გარეთ ვყოფილიყავი დავბრუნდებოდი ხელისუფლებაში და ა.შ. მათ ყველაფერი აქვთ. მანამ, სანამ სასამართლო იტყვის თავის სიტყვას, თუ ერთი ბრალდებულის გარეთ გამოსვლაზე ჩამოჰკიდებენ ამ ყველაფერს, ეს იქნება საბაბი და უპასუხისმგებლობა.”
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი
აღნიშნული განცხადება წულუკიანმა, “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.