ჩვენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ვაკეთებთ შეფასებას და გაანალიზებას იმ პაციენტების და ჰოსპიტალიზაციების რიცხვის, რომელიც საქართველოში გვაქვს. ვაკვირდებით თუ რამდენად სწორად არის იდენტიფიცირებული დიაგნოზი და შემდეგ, როგორ მიმდინარეობს მკურნალობა. ცალსახად ვხედავთ, რომ პაციენტების მეტი წილი, ანუ ჰოსპიტალიზაციების ძალიან დიდი რაოდენობა საქართველოში, მოდის სწორედ პნევმონიაზე, რაც ერთის მხრივ კითხვებს ბადებს და მეორეს მხრივ იქცევს ყურადღებასაც იმისათვის, რომ ჩვენ დავგეგმოთ და გამოვასწოროთ ჩვენი პაციენტების მდგომარეობა.”
ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი
აღნიშნული განცხადება ტიკარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.