“ეს არის ანტიკონსტიტუციური კანონპროექტი. ანტიკონსტიტუციური კანონპროექტი ნიშნავს ძალადობას კონსტიტუციაზე, რაც თავის მხრივ ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალებას. ეს არის დიქტატურისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს გადაწყვეტილება არის პარლამენტის უფლებამოსილების შეზღუდვა და ისეთი უფლებების მიცემა მთავრობისთვის, რაც არის ძალიან საშიში. კანონი ჩაანაცვლო ივანიშვილის დანინული პრემიერ- მინისტრის კანონქვემდებარე აქტებით, ეს იქნება ყოვლად მიუღებელი და ამას შევეწინააღმდეგებით. მინდა პრემიერს შევახსენო, რომ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა, ყოველთვის ია-ვარდებით არის მოფენილი.”
ლევან გოგიჩაიშვილი – „დამოუკიდებელი დეპუტატების” წესვრი
ამის შესახებ ლევან გოგიცაიშვილმა ჟურნალისტებტან განაცხადა.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭრა. კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება შეეძლება. თუმცა, კანონპროექტით დაზუსტდა, რომ ცვლილებები ძალაში იქნება დროებით და შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხები დროებითი ღონისძიებების გატარებას გულისხმობს.