მთავარი ციტატა

“ქვეყანაში ტურისტების შემოსვლასა და გადაადგილებაზე პირობები იქნება დაწესებული, თუმცა ადვილად შესრულებადი”

“პირველ რიგში, ეს იქნება ეგრეთ წოდებული მწვანე ქვეყნები და მწვანე დერეფნებიდან მიღებული ტურისტები, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი არის დაბალი და რა თქმა უნდა, იქნება პირობები მათი ქვეყანაში შემოსვლის და გადაადგილების. ჩვენ მაქსიმალურად ისეთ პირობებს დავაწესებთ, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ძალიან მკაცრიც, რომ ადამიანს არ მოუნდეს შენთან ჩამოსვლა, მაგრამ უნდა იყოს ადვილად შესრულებადი და უნდა შეუწყო ხელი იმიტომ, რომ იგივე ჩვენი მოქალაქეები უნდა გავიდნენ ზაფხულში სხვაგან და შესაბამისად, ეს იქნება ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე.”

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინატო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა,  ტურისტებისთვის ერთ-ერთი ძირითადი პირობა იქნება იმ დოკუმენტის წარდგენა, რომლიტაც დასტურდება, რომ ბოლო 72 საათის განმავლობაში მათ ვირუსზე “პისიარ” ტესტი ჰქონდათ ჩატარებული და შესაბამისად, პასუხი უარყოფითია.

ცნობისთვის, საქართველო საერთაშორისო ტურისტებს პირველი ივლისიდან მიიღებს. პირველ ეტაპზე ტურისტები იმ ქვეყნებიდან შემოვლენ, სადაც კორონავირუსის გავრცელების არეალი შედარებით მცირეა. ამასთან, იგეგმება, რომ საქართველოში ლოკაციები მწვანე ზონებად გამოცხადდეს, რაც ტურისტებისთვის უსაფრთო გარემოს შექმნის.

იტვირთბა....