დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში საერთაშორისო ტურისტების მიღება სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით მოხდება.
როგორც ამირან გამყრელიძემ ბრიგინგზე განაცხადა, პირველად ტურისტები იმ ქვეყნებიდან შემოვლენ, სადაც მწვანე ზონებია.
“პირველ რიგში, ეს იქნება ეგრეთ წოდებული მწვანე ქვეყნები და მწვანე დერეფნებიდან მიღებული ტურისტები, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი არის დაბალი და რა თქმა უნდა, იქნება პირობები მათი ქვეყანაში შემოსვლის და გადაადგილების,”- აცხადებს გამყრელიძე.
მისი თქმით, ტურისტებისთვის ერთ-ერთი ძირითადი პირობა იქნება იმ დოკუმენტის წარდგენა, რომლიტაც დასტურდება, რომ ბოლო 72 საათის განმავლობაში მათ ვირუსზე “პისიარ” ტესტი ჰქონდათ ჩატარებული და შესაბამისად, პასუხი უარყოფითია.
“ლბათ შემოვა ე.წ. კოვიდის პასპორტივით მსგავსი დოკუმენტი, რომ ბოლო 72 საათში გამოკვლეული უნდა იყო და გქონდეს უარყოფითი რეაქცია PCR-ით. შემდეგ კიდევ მიდევნების აპლიკაციები არსებობს და ბევრი მექანიზმია. მაგალითად, საბერძნეთი ამის გამოყენებას უკვე წარმატებით იწყებს. საქართველოში ინფექციის გავრცელება დაბალია, ამიტომ ტურისტული პოტენციალი ძლიერია,“- აღნიშნა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველო საერთაშორისო ტურისტებს პირველი ივლისიდან მიიღებს. პირველ ეტაპზე ტურისტები იმ ქვეყნებიდან შემოვლენ, სადაც კორონავირუსის გავრცელების არეალი შედარებით მცირეა. ამასთან, იგეგმება, რომ საქართველოში ლოკაციები მწვანე ზონებად გამოცხადდეს, რაც ტურისტებისთვის უსაფრთო გარემოს შექმნის.